www.leqsebi.cxeli.in ორშაბათი, 29.04.2024, 04:32
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
კატეგორიები
ლექსები - შაირები
ლექსები - სასიყვარულო
ლექსები - ცხოვრებაზე
ლექსები - იუმორისტული
ლექსები - დედაზე
sadgegdzeloebi
ბიოგრაფიები
იცითთუარარომ
ანეგდოტები
სხვადასხვა!


გამოკითხვა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


I love you
სიყვარულის 10 მცნება!!!


1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.
2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.
4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.
8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ..

ლექსი სიყვარულზე
"ჩემი ცხოვრება სავსეა შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჩემი დღეები სავსეა თმენით,
ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით,
მხრებით, მკლავებით, თვალებით, ყელით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით,
ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულო შენით
შენით..."



ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან..
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...
გითხრა,როგორ ჩამეძინა
ვარსკვლავებთან
კოცნა როგორ აგიკრიფე
ხელებიდან...
მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელ
ძილში შემკრთალს,
შენმა ტუჩმა დააფინოს
კოცნა ბაგეს..
ერთხელ მინდა დავიძინო
მხოლოდ შენთან
გავეჯიბრო შენს სიზმარს და
შენს წილ ღამეს.
გული მერე სიყვარულმა
გამიგიჟოს
სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება
მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ
დამიფიცო
"შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება"
ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...

გითხრა როგორ ჩამეძინა



შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს,წამებს...
შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,
გულის სიმებით ნამღერს...
შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,
წითელ ეკლიან ვარდებს...
ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი
შენ დაგინთებდი სანთელს...
შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს,
გულის სიღრმეში ნადებს...
შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს
წმინდა გრძნობებით სავსეს...
სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,
თავს გავწირავდი გწამდეს!
შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,
სიკეთით სავსე ყანწებს...
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს, წამებს...
შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,
უხმოდ დაშვებულ ფარდებს


თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?



დახუჭე თვალები დახუჭე...
სინათლე ყველაფერს აფუჭებს...
სიბნელე მათრობს და მაჩუმებს...
არ გინდა?...სიცოცხლეს გაჩუქებ...
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს...
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს...
გთხოვ შენი თვალები მაჩუქე..
და შენი თითები მაჩუქე...
და შენი სიზმრები მაჩუქე...
და შენი ალერსი მაჩუქე...
უგონო წუთები მაჩუქე..
დილა...და საღამო მაჩუქე...
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ...
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ...
დახუჭე თვალები დახუჭე...

Glitter Graphics

მთავარი » იცითთუარარომ
ტურინის სუდარა არის ასახვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ვნებათა და მისი დიდებით მოსილი აღდგომის დამამტკიცებელი საბუთი. ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი მას უწოდებს „მეხუთე სახარებას„, იმდენად დაწვრილებით არის აღბეჭდილი ის ვნებები, რომლებიც მასში გახვეულ ღრმერთკაცს მიაყენეს.



      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 879 | დაამატა:: gio01 | დრო: 30.01.2011 | Комментарии (0)

      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 862 | დაამატა:: gio01 | დრო: 30.01.2011 | Комментарии (0)

1. ცნობილ მომღერალ ელვის პრესლის ყავდა ტყუპი ძმა , რომელიც მშობიარობისას გარდაიცვალა

2.ტიმბუ (ბუტანის დედაქალაქი) მსოფლიოში ერთადერთი დედაქალაქია რომელსაც საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშნები არ გააჩნია

3.ჰამბურგერთან , როგორც ტიპიურ მისაყოლებელ სასმელად ადრე იყენებდნენ ყავას

4.ადვოკატი ,,პედრო ლასკურაინ პარედესი,, მსოფლიო ისტორიის მანძილზე ერთადერთია რომელიც მექსიკის პრეზიდენტის პოსტზე იმყოფებოდა 45 წუთის განმავლობაში. 1913 წლის 18 თებერვლის 17:15-18:00 საათამდე

5.,,გუადალუპეს,, ღვთისმშობლის ხატზე, ღვთისმშობლის თვალებში მოსჩანს ქალი და მამაკაცი, რომლის დანახვა მხოლოდ მიკროსკოპის გამოყენების საშვალებით არის შესაძლებელი

6.23 აპრილს აღინიშნება წიგნის საერთაშორისო დღე, სწორედ ამ დღეს 1616 წელს გარდაიცვალა მსოფლიო ლიტერატურის ორი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი : მიგელ გარსია სერვენტეს საავედრა და ვილიამ შექსპირი

7.1931 წელს მარგარეტ ჰერიკმა, ჰოლივუდის კინომატოგრაფიის აცადემიის დირექტორმა სტატუის დანახვისას წარმოთქვა : ,,შეხედე როგორ ჰგავს ჩემს ბიძას ოსკარს,, - სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება ოსკარის პრემიისა

9.მსოფლიოს თითქმის ყველა დროშა მართკუთხედის ფორმისაა, სხვადასხვა ფერისსა და ფიგურებისაგან შემდგარი.ლიბიის დროშა ერთადერთი დროშაა , რომელზე არანაირი ფიგურა არ არის გამოხატული, ის მხოლოდ მწვანე ფერისაა.შვეიცარიის დროშა კი კვადრატული ფორმისაა.ნეპალის დროშას კი გააჩნია ორი სამკუთხედისებრი ფორმა.

10.1901 წელს პირველი კრიმინალური დანაშაული იქნა გახსნილი თითის ანაბეჩდების გამოყენებით

      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 577 | დაამატა:: gio01 | დრო: 30.01.2011 | Комментарии (0)

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს რომაულ ციფერბლატებიანი საათი, ცოტა ჩვენთაგანი თუ დაკვივებია მის ერთობ უცნაორობასა და შეცდომასაც კი.საქმე იმაში მდგომარეობს რომ რომაული ათვლის სისტემის მიხედვით ციფრი 4 ყველამ კარგად იცის თუ როგორ იწერება, თუმცა ეს მართლწერის წესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია.
მსოფლიო საათების უმრავლესობაზე მოცემული შეცდომაა დაშვებული ერთადერთ გამონაკლის წარმოადგენს ლონდონში მდებარე ბიგ-ბენის საათი , რომელზეც რომაული მართლწერის ყველა წესი დაცულია. 

      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 580 | დაამატა:: gio01 | დრო: 30.01.2011 | Комментарии (0)

1.მსოფლიოში ყველაზე დიდი კაზინო არის Casino Sands (ჩინეთი).სადაც განთავსებულია 740 სათამაშო მაგიდა, 1250 სათამაშო აპარატი და მოიცავს 65.000კვ.მ. ფართობს.

2.ბულგარეთი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა სადაც თავის მოძრაობით ზევიდან ქვევით იგულისხმება უარყოფითი პასუხი : არა. ხოლო ერთი გვერდიდან მეორე გვერდის მიმართულებით შესრულებული თავის მოძრაობა გულისხმობს დადებით პასუხს : კი.

3.ქარის წისქვილი ჩვეულებისამებრ მოძრაობს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.გამონაკლის წარმოადგენს ირლანდია სადაც ყველა ქარის წისქვილი საათის მიმართულებით მოძრაობს.

4.ჟირაფს ენით შეუძლია ყურების და მთელი სახის გალოკვა და დაბანვა.ის ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელიც არანაირ ხმას არ გამოსცემს ( არც ღრიალებს, არც კრუტუნებს და არანაირ მსგავს ხმას არ გამოსცემს)

5.KOALA - ცხოველთა ნაირსახეობა რომელსაც დღის განმავლობაში 18-22 საათის განმავლობაში ძინავს და ეს რეკორდული მაჩვენებელია ცხოველთა შორის.კოალები არ სვამენ წყალს, ისინი წყალს ღებულობენ ევკალიპტის ფოთლის საშვალებით, რამდენადაც ევკალიპტის ფოთლებით იკვებებიან.არსებობს მოსაზრება , რომ სიტყვა ,,კოალა,, გულისხმობს : ,,არ სვამს,,

6.ადამიანის გული წამის განმავლობაში ახდენს 80მლ სისხლის გამოტყორცნას, რაც საშვალებას იძლევა რომ დღის განმავლობაში თავისუფლად მოხდეს 7 ტონიანი ავზის გავსება

7.ხმას რომელსაც იხვები გამოსცემენ ( კუაკ ) არ წარმოქმნიან ექოს. დღემდე აუხსნელად რჩება თუ რატომ არ წარმოშობს მათი ხმა ექოს

8.ტომას ალვა ედისონმა გამოიგონა ელექტრო ნათურა, იმიტომ რომ მას ჰქონდა სიბნელის შიში

9.მეცნიერები დღემდე ვერ პოულობენ მიზეზს თუ რატომ აცემინებს ადამიანი

10.კვირის მეექვსე დღის სახელწოდება ,,შაბათი,, მომდინარეობს ებრაული ,,შაბბათ,,-იდან რაც დასვენებას ნიშნავს

      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 721 | დაამატა:: gio01 | დრო: 30.01.2011 | Комментарии (0)

სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა გამოიგონეს 3D ფორმატის წიგნი, რომლის გმირები ფურცლებიდან ამოხტებიან – იტყობინება სააგენტო ”როიტერი”.

პროგრამის ხელმძღვანელის, კიმ სანგის განცხადებით, წიგნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას სამი წელი დასჭირდა”.

მისივე თქმით, ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გარკვეული ხნის მერე გახდება”.

3D წიგნის სავარაუდო ფასის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ იგი ხელმისაწვდომი იქნება ფართო მასებისთვის.

”როიტერი” აქვე შეახსენებს მკითხველს, რომ ბელგიაში პირველი 3D ფორმატის გაზეთი გამოიცა.

      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 898 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

ეს არის მუსიკაზე მოცეკვავე "rolly”
კომპანია SONY -იმ გამოუშვა ახალი პლეერი რომელიც წააგავს მოცეკვავე 
რობოტს. ამ პლეერს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ხმაზე და მუსიკაზე 
სხვადასხვანაირი მოძრაობა შეასრულოს. უყურეთ ვიდეოს რომელშიც ნაჩვენებია ეს 
ყველაფერი.

      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 927 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

1. ბავშვის ხშირი , ჭარბი დაბანვა მავნებელი და საფრთხის შემცველია - იუწყებიან ბრისტოლის უნივერსიტეტის პედიატრები.მათი თქმით ბავშვზე გადამეტებული ჰიგიენური მზრუნველობა იწვევს მათი იმუნური სისტემის დაქვეითებას ,ზრდის პერიოდში და მომწიფების ასაკში ისინი ძალიან მგძნობიარე ხდებიან სხვადასხვა ალერგიათა მიმართ, რაც მათი დაქვეითებული იმუნური სისტემით არის გამოწვეული

2. მშობელთა უმრავლესობა საკუთარ შვილებს ჩუქნიან მობილურ ტელეფონებს, იმ იმედით, რომ ამ გზით შვილების გაკონტროლება უფრო საიმედო და ადვილი ხდება,თუმცა მათ ავიწყდებათ ერთი გარემოება ,რაც საბოლოო ჯამში ხშირად ოჯახურ ბიუჯეტზე აისახება ხოლმე.რამდენადაც მობილურის საშვალებით შესაძლებელია არა მარტო დარეკვა, არამედ sms, mms და მრავალი მსგავსი სერვისით საერგებლობა რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.ერთ-ერთმა ლონდონურმა ფირმამ წამოაყენა წინადადება , რომ მობილური ტელეფონების საშვალებით შესაძლებელი იყოს მხოლოდ მობილურ ტელეფონებზე, სახლის ტელეფონებზე ზარის განხორციელება.(ანალოგიური რომ საქართველოში განხორციელდეს ალბათ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები საკმაოდ დიდი ზარალს მოითვლიდნენ )

3. ბაჰრეინში ექიმს შეუძლია პაციენტის სასქესო ორგანოს შემოწმება, თუმცა მას არ აქვს პირდაპირ სასქესო ორგანოზე შეხედვის უფლება შემოწმების პროცესში.ამისათვის ბაჰრეინელი ექიმები იყენებენ სარკეს რომლის საშვალებითაც აკვირდებიან პაციენტის სასქესო ორგანოს

4. რათომ ვიფარებთ პირზე ხელს დამთქნარებისას?დღევანდელი საზოგადოება მიიჩნევს, რომ დამთქნარება უზრდელობად ითვლება საზოგადოებაში ყოფნისას.რეალურად კი ამ ჩვევას საფუძველი შორეულ წარსულში, ათასობით წლის წინ ჩაეყარა.ძველი ეპოქის ადამიანებს შიში ჰქონდათ , რომ მათ სულს პირის გაღებისას ( ანუ დამთქნარებისას) სხეული არ მიეტოვებინა ან საპირისპიროდ ბოროტი სული არ ჩსახლებოდათ სხეულში.სწორედ აქედან მომდინარეობს ეს ძველი ქცევა, რომელიც დღევანდელობამ ზრდილობის შემადგენელ ნაწილად აქცია.

5. გუიდო არესო მიჩნეულია მუსიკის მამად.იგი იყო პირველი, რომელმაც მუსიკლაურ ნოტებს სახელები მიანიჭა

6. სიტყვა მილიონი არ არსებობდეს 1300 წლამდე.აღნიშნულ პერიოდამდე მაქსიმუმი რიცხვის გამოსახატავად იყენდბნენ ბერძნულ სიტყვას ,,სმირიადი,, რაც 10. 000 ტოლია 

7. კარლოს მეშვიდემ - შეწყვიტა ჭამა და გარდაიცვალა შიმშილობისაგან.ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახლდათ მისი შიში რათა არ ყოფილიყო მოწამლული.

8. როდესაც 1762 წელს გარდაიცვალა რუსეთის დედოფალი იზაბელ პირველი, მის ოთახში აღმოჩენილ იქნა 15 ათასი ცალი კაბა. მას ჩვევად ჰქონდა მიღებული ღამის განმავლობაში 2.ჯერ და ხშირ შემთხვევაში 3-ჯერაც კი გამოეცვალა ტანისამოსი

9. 111111111 - ის გამრავლებით 111111111 - ზე მიიღება 12345678987654321 - ი

10. რუსეთმა 1867 წელს ალიასკა მიყიდა ამერიკას 7.2 მილიონ დოლარად.ბევრი ამერიკელი კრიტიკოსის განცხადება კი ასე ჟღერდა :,,ჩვენ შევიძინიეთ გიგანტური და ძვირი ვეშაპების აუზი,,. რეალურად კი, ყოველწლიური მოგება 40 ჯერ აჭარბებს საწყის ფასს



წყარო : gio01

      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 916 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

ადიდასის" უშუალო ფუძემდებელი და მწარმოებელი გერმანელი ადოლფ დასლერი გახლავთ. იგი 1900 წელს გერმანიაში, ქალაქ გერცოგენაურახში დაიბადა. ოჯახის წევრები შემოკლებით ადის ეძახდნენ. დასლერები საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. ბიჭუნა ფეხბურთით იყო გატაცებული. იმ პერიოდში სპორტის ეს სახეობა ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. 

როცა 1918 წელს პირველი მსოფლიო ომი გერმანიის დამარცხებით დასრულდა, ქვეყანა ქაოსმა და განუკითხაობამ მოიცვა. ღარიბი ფენა, მათ შორის დასლერებიც, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოჯახს პატარა სამრეცხაო ჰქონდა და თავს ამით ირჩენდნენ, მაგრამ ეს საქმეც აღარ ამართლებდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ფეხსაცმლის წარმოება დაეწყოთ. ფულის საშოვნელად სამრეცხაოს გაყიდვა მოუხდათ. ადიმ კი თავისი ველოსიპედი საკერავ მანქანაში გადაცვალა. დედა და ორი და ტყავს ამუშავებდა, ძმა რუდოლფი და მამა ფეხსაცმელს კერავდნენ, ადი კი ფეხსაცმელის დიზაინსა და გასაღებაზე მუშაობდა. პირველი ოთხი წელიწადი დასლერები მხოლოდ სახლის საშინაო ფეხსაცმელს კერავდნენ. გარკვეული დანაზოგით 20 დამხმარე ადამიანის დაქირავებაც შეძლეს და ბოლოს მათ პროდუქციას საგარეო ფეხსაცმელიც შეემატა. 

1924 წელს კომპანიას ოფიციალურად ეწოდა "ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა". რუდოლფი და ადოლფი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. თუ ადი ინტელექტით გამოირჩეოდა და ფეხბურთს თამაშობდა, რუდის ყველაფერს კრივი, ჯაზი და გართობა ერჩივნა. დროთა განმავლობაში ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა ადიმ ძირზე ლურსმნებმიკრული ფეხსაცმელი შეკერა. სწორედ ასე შეიქმნა საფეხბურთო ბუცები. ამ გამოგონებამ ყველაზე მეტად გაამართლა და გაცილებით მომგებიანიც აღმოჩნდა, ამიტომ ბუცები დასლერების კომპანიის ძირითად პროდუქციად იქცა. 

პირველად დასლერების სპორტული ფეხსაცმელი 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადაზე გამოჩნდა. 1936 წელს შავკანიანმა ამერიკელმა ძალოსანმა ჯესი ოუენმა დასლერების შეკერილი სპორტული ფეხსაცმლით ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა და ხუთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ბერლინის ოლიმპიადაზე ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკამ 400.000 მარკის ღირებულების პროდუქცია გაყიდა. 1938 წელს მათ მეორე ფაბრიკა გახსნეს. 1939 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მათი ქარხნები ნაცისტებმა დახურეს და ძმები ომში გაგზავნეს. ნაცისტებს სურდათ, დასლერების ქარხნებში ხელყუმბარები ეწარმოებინათ, მაგრამ დანადგარები არ გამოადგათ. ადი ფრონტიდან გამოიწვიეს და გერმანელი ჯარისკაცებისთვის სპორტული ფეხსაცმლის წარმოება დაავალეს. 

1945 წელს ომში გერმანიის დამარცხებამ დასლერების ბიზნესზეც იმოქმედა. გერცოგენაურახი ამერიკის მიერ იქნა ოკუპირებული. ამერიკელები ადის ამერიკელი ჰოკეისტებისთვის სხვადასხვა ატრიბუტიკის შეკერვას აიძულებდნენ. მისი ცოლი კი შვილების გამოსაკვებად იძულებული იყო, საქონლისთვის მოევლო და ფული ისე ეშოვა. 

მალე მდგომარეობა გამოსწორდა. ერთ წელიწადში ამერიკელებმა გერმანია დატოვეს, ხოლო რუდი ტყვეობიდან დაბრუნდა. ძმებმა ოჯახური ბიზნესი ხელახლა, ნულიდან დაიწყეს. მალე რუდის და ადის, დღემდე უცნობი მიზეზის გამო, დიდი უსიამოვნება მოუვიდათ ერთმანეთში და ბიზნესი გაიყვეს. ერთი ქარხანა ადის დარჩა, მეორე კი – რუდის. ადიმ თავის ფირმას თავისი გვარის და სახელის პირველი მარცვლების შეერთებით "ადდასი" დაარქვა, ხოლო რუდიმ – "რუდა". რამდენიმე თვის შემდეგ "ადდასი" "ადიდასად" გადაიქცა, ხოლო "რუდი" – "პუმად". ასე შეწყვიტა არსებობა იმ დროს მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა "დასლერმა" და სამაგიეროდ შეიქმნა მსოფლიოში ორი გიგანტური სპორტული კომპანია. 

ძმები სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ ინახავდნენ მათი კონფლიქტის მიზეზს. ბევრის ვარაუდით, რუდიმ ის ვერ აპატია ადის, რომ მან არ გამოიყენა ამერიკელ ოფიცრებთან ნაცნობობა და ძმა ტყვეობიდან არ დაიხსნა. "პუმა" და "ადიდასი" ერთმანეთის ყველაზე საძულველი კონკურენტები გახდნენ. მეტოქეობამ იქამდე მიაღწია, რომ კონკურენტი ფირმების თანამშრომლები არ სვამდნენ ერთი და იმავე დასახელების ლუდს, მათი შვილები კი სხვადასხვა სკოლებში დადიოდნენ. 

დღესდღეობით ასეთი სიძულვილი ამ ორ კომპანიას შორის უკვე აღარ არსებობს. ძმები შეთანხმდნენ, რომ საოჯახო ფაბრიკის სიმბოლოს არასოდეს გამოიყენებდნენ, მაგრამ ადიმ ეს შეთანხმებაც დაარღვია და "დასლერის" ემბლემიდან ორი ზოლი აიღო, მიამატა მესამე და "ადიდასის" ემბლემად დააპატენტა. 

1948 წელს "პუმამ" პირველი ფეხსაცმელი გამოუშვა. ძმისგან განსხვავებით, რუდიმ სხვადასხვა სპორტული აქსესუარის გამოშვებაც დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია. გასული საუკუნის 50–იან წლებში მისი პროდუქცია ამერიკის ბაზარზეც გავიდა. შეიძლება ითქვას, "პუმასა" და "ადიდასს" შორის ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა. მათი მომხმარებელი დღემდე არაერთი ცნობილი პიროვნება და სახეა. 1962 წელს პელე, რომელიც "პუმას" ბუცებით თამაშობდა, მეორედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი. 

თავდაპირველად "ადიდასის" ბუცებს მოსახსნელი ლურსმნები ჰქონდა, ხოლო შემდეგ ყველანაირი კლიმატის შესაფერისი ბუცებიც გამოუშვეს. მალე ადი დასლერს ახალი იდეა დაებადა – სპორტსმენებს ფეხსაცმელთან ერთად სხვა სპორტული აქსესუარიც შესთავაზა. პირველად "ადიდასის" ჩანთა გამოვიდა, შემდეგ კი მაისური და შარვალი. 1975 წელს ადი დასლერი პირველი არაამერიკელი გახდა, რომელიც "ამერიკის სპორტული პროდუქციის ასოციაციაში" მიიღეს. 

1978 წელს ადოლფ დასლერი გარდაიცვალა. კომპანიის ხელმძღვანელობა მისმა მეუღლემ, კატარინამ იკისრა. იგი ბრწყინვალედ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. 1984 წელს კი ფირმას ადი დასლერის შვილი, ჰორსტ დასლერი ჩაუდგა სათავეში. მან მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციებთან. სამწუხაროდ, 51 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა დებმა კი სპორტული გიგანტის მართვა ვეღარ შეძლეს, ამიტომ 1989 წელს აქციების 80% საფრანგეთის საფეხბურთო კლუბის, მარსელის "ოლიმპიკის" პრეზიდენტს, ბერნარდ ტაპს სულ რაღაც 440 მილიონ გერმანულ მარკად მიჰყიდეს. 

გასული საუკუნის 90–იანი წლებისათვის "ადიდასი" კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ზარალმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. სამაგიეროდ, მომძლავრდნენ გაცილებით ახალგაზრდა კონკურენტი ფირმები – ამერიკული "ნაიკი" და ბრიტანული "რიბოკი", თუმცა "ადიდასს" პოპულარობა არ დაუკარგავს. 

1993 წლიდან "ადიდასის" ახალმა სპეციალისტებმა ფირმის ახალი ისტორიის შექმნა კონკურენტი "ნაიკის" და "რიბოკის" ფირმებიდან მენეჯერებისა და დიზაინერების მალულად გადმობირებით დაიწყეს. რაც მთავარია, ახალმა მფლობელმა პროდუქციის წარმოება გერმანიის ფარგლებგარეთ, ინდონეზიაში, ჩინეთსა და ტაილანდში დაიწყო, სადაც, ცნობილია, რომ მუშახელი ძალიან იაფია. 1996 წელს "ადიდასი" ოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორი გახდა, რამაც მისი გაყიდვები წელიწადში 50%–ით გაზარდა. ეს მაჩვენებელი დღემდე იზრდება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მათ ამერიკის ბაზარზე მოიკიდეს ფეხი. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ამერიკის სპორტული ტანსაცმლის ბაზრის 12%–ის და სპორტული ფეხსაცმლის ბაზრის 10%–ის მფლობელი გერმანული "ადიდასია". 

ამ ფირმის პროდუქცია პოპულარული იყო არა მარტო სპორტულ სამყაროში, არამედ შოუბიზნესშიც. ჰიპ–ჰოპის და რეპის შემსრულებლები სიამოვნებით იმოსებოდნენ "ადიდასის" საფირმო სამოსით. 

დღეს "ადიდასი" მსოფლიო ბაზარზე ყველაზე ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. დაწყებული კალათბურთის ბოტასებით და საფეხბურთო ბუცებით, დამთავრებული ტურისტული სპორტული აქსესუარებით. 1997 წელს "ადიდასმა" ფრანგული ფირმა "სოლომონი" შეიძინა. შედეგად, მსოფლიოში სიდიდით მეორე სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია გახდა ამერიკული "ნაიკის" შემდეგ. 2005 წელს "ადიდასი" კიდევ უფრო გაიზარდა – მან "რიბოკი" შეისყიდა. წლიურად "ადიდასის" მოგება 260 მილიონ ევროს შეადგენს. შტაბ–ბინა დღემდე დასლერების მშობლიურ ქალაქ გერცოგენაურახშია. 

"ადიდასს" მუდმივი კონტრაქტები აკავშირებდა ისეთ ლეგენდარულ სახეებთან, როგორებიც არიან მუჰამედ ალი, ჯო ფრეზერი, შტეფი გრაფი, სტეფან ედბერგი, ლევ იაშინი, მიშელ პლატინი, დევიდ ბექჰემი და ზინედინ ზიდანი.
      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 1072 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) მღვდელ-მონაზონი, საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი დაიბადა თბილისში, 1929 წლის 26 აგვისტოს, თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის ახლოს. მამამისი, ვასილ ურგებაძე მტკიცე ხასიათის კომუნისტი იყო. იგი ხელმძღვანელობდა ეკლესიის დანგრევას და მის ადგილზე კინოთეატრის მშენებლობას. მას აკრძალული ჰქონდა ყოველგვარ სარწმუნოებრივ საკითხზე მსჯელობა. მეუღლეს, (შემდგომში მონაზონი ანა), უკრძალავდა ბავშვების მონათვლას და ეკლესიაში სიარულს. არაერთხელ დამუქრებია მას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს დაატოვებინებდა. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა მოკლეს. ამის შემდეგ, ოჯახის წევრები მამის სახელს – ვასიკოს, მამა გაბრიელს ეძახდნენ. 
პატარა ვასიკო იყო ძალიან წყნარი. უყვარდა ქვიშაში თამაში, თუმცა სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით, ყოველთვის ეკლესიებს აგებდა, შიგ ასანთის ღერებს ამაგრებდა და ამბობდა ეს სანთლებიაო. ერთხელ, მეზობლების ჩხუბს შეესწრო; ერთმა ქალმა უთხრა მეორეს, რა ჯვარზე მაცვი ქრისტესავითო. გაკვირვებულმა ვასიკომ იკითხა - რატომ აცვეს ქრისტე ჯვარსო? პასუხი ვერავინ გასცა, უთხრეს ეკლესიაში წასულიყო, მაგრამ ეკლესია დაკეტილი დახვდა. ყარაულმა ურჩია წაეკითხა ქრისტეს ისტორია. ამის შემდეგ დაიწყო ფულის შეგროვება და ღვთის წყალობით შეიძინა წიგნი, რომლითაც ქრისტეს ცხოვრებას გაეცნო. წიგნი ბაზარში იყიდა. ბუკინისტს უთხრა - ქრიტეს ცხოვრების ისტორია მინდა შევიტყოო, - როდესაც დახედა ნაყიდ წიგნს და სათაური „სახარება" ამოიკითხა, ბაზარში უკან მიბრუნდა, ალბათ ბუკინისტმა სხვა წიგნი მომყიდაო, თუმცა გამყიდველს ვერსად მიაგნო: უთხრეს ასეთი აქ არც არავინ ყოფილაო. ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში. ღვთისაგან ბოძებული სულიერება ბავშვობიდანვე უსწრებდა წინ მის ფიზიკურ ზრდას. ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში თავისი ხელით, ალიზით, ააშენა სენაკი, ისე პატარა, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად. შიგ სარეცელიც კი არ ედგა. დედას შეეცოდა და მის დაუკითხავად იმ დროს შეიტანა ბალიში, როცა ვასიკო სენაკში არ იმყოფებოდა. მოვიდა თუ არა, ბალიში ნაჯახით აკუწა და განრისხებულმა თქვა: „როგორ გაბედე ბერის სენაკში უნებართვოდ შესვლა, უფალი ჩვენი - იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკელიც კი არ ჰქონდაო". 
მამა გაბრიელმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება. ერთხელ სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში მივიდა. დედებმა დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათევინეს. მამა გაბრიელი სახლში მაინც არ წავიდა, ღამე ჭიშკართან ეძინა და დილით ღვთისმშობელს შესთხოვა, ოდესმე ამ ადგილას სენაკი მიეცა მისთვის. 
1949 წელს გაიწვიეს სამხედრო–სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა ბათუმში, თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. შეისწავლა ხუცური დამწერლობა, სარდაფში გადამალული საეკლესიო წიგნებიც აღმოაჩინა და ბევრ საინტერესო ხელნაწერსაც გაეცნო. მღვდელმა ჩუმად აზიარა საკურთხეველში. ოთხშაბათს და პარასკევს მუცლის ტკივილს იმიზეზებდა და ხორცს არ ჭამდა. ასე გაატარა მან ჯარისათვის განსაზღვრული დრო ნახევრად ჯარში და ნახევრად ეკლესიაში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, 1951-1955 წლებში, თავის საკარმიდამო ეზოში ღვთის სადიდებლად თავისივე ხელით ააშენა ოთხგუმბათიანი ეკლესია, რომელიც ძირითადად კომუნისტების მიერ სანაგვეზე გადაყრილი იმ ხატებით გააწყო და გაამშვენა, რომელთაც ის სათითაოდ ეძებდა და პოულობდა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა"– ამბობდა მამა გაბრიელი. ხელისუფლებამ ეკლესია რამდენჯერმე დაუნგრია, მაგრამ მან ისევ აღადგინა. ერთხელაც, მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა მასთან. მამა გაბრიელს არ გასჭირვებია მათი მიზნის ამოცნობა. არც აცალა ხმის ამოღება ისე უთხრა: - მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ დაანგრიეთო. მომხვდურები შეშინდნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ და მუშები მოიყვანეს. ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელიო, - განუმარტა მათ მამა გაბრიელმა და ამჯერად კიდევ უფრო შეშინებულმა ჩინოვნიკებმა სასწრაფოდ დატოვეს მათი ეზო. ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას (ეს ეკლესია საკმაოდ დაზიანებული და შეცვლილი ფორმით, დღესაც არსებობს თეთრიწყაროს ქ. 11-ში). 
1955 წლის 30 იანვარს ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა. მალე ბერად აღიკვეცა და მისივე თხოვნით, წმიდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდეს. 1955 წლის 27 თებერვალს, ბერად აღკვეციდან ოთხ დღეში ბერი გაბრიელი ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის, მეუფე გაბრიელის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. მსახურობდა სხვადასხვა ეკლესიაში, თუმცა, მისი მოღვაწეობა წინააღმდეგობებით იყო აღსავსე: ხან შიზოფრენიაში სდებდნენ ბრალს, ხანაც მღვდელმოქმედების აღსრულების უცოდინრობაში. სიცოცხლის ბოლო წლებში აღსრულდა მისი ბავშვობის ნატვრა და მცხეთის დედათა მონასტერში, მეფე მირიანის კოშკის შესასვლელ გოდოლში განაგრძო ბერ–მონაზვნული ცხოვრება. წყალმანკით მძიმედ დაავადებულ გაბრიელ ბერს გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II არქიმანდრიტობა უბოძა. 
არქიმანდრიტი გაბრიელი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს მცხეთის დედათა მონასტრის ეზოში, სამრეკლოს გვერდით. მამა გაბრიელი გარდაცვალების შემდეგ პირველია, ვინც თავისი დასაფლავება ერთგვარ ქადაგებად აქცია. XX საუკუნის მიწურულს, თავისი ანდერძისამებრ, ძველი ბერ-მონაზვნული წესით, კუბოს გარეშე, მხოლოდ ჭილოფში შეხვეული დაკრძალეს. მის საფლავზე დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება. „უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს; არის თუ არა ხეიბარი; შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა, მით უმეტეს – დაცინვა". მამა გაბრიელის ეს ქადაგება მრავალთაგან ერთ–ერთია, რომლითაც იგი ჭეშმარიტი ქრისტიანული ქმედებისაკენ მოგვიწოდებს.
      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 993 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

1 2 »
სტატისტიკა
web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ლექსი სიყვარულზე

ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო,
მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული,
მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული...
გულო-სატკივარო, დღეო-წვალებაო,
ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო!
წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო,
როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო.
ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,  
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო...


ლექსი სიყვარულზე


სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი,
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ სიყვარულით შეგიძლია იყო ამაყი;
თუ შეგიძლია შეყვარება,ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან.
საიტის მეგობრები
www.cxeli.in

<3 aq yvelas gviyvars!!!
Free site builder - uCoz