www.leqsebi.cxeli.in სამშაბათი, 14.05.2024, 06:04
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
კატეგორიები
ლექსები - შაირები
ლექსები - სასიყვარულო
ლექსები - ცხოვრებაზე
ლექსები - იუმორისტული
ლექსები - დედაზე
sadgegdzeloebi
ბიოგრაფიები
იცითთუარარომ
ანეგდოტები
სხვადასხვა!


გამოკითხვა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


I love you
სიყვარულის 10 მცნება!!!


1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.
2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.
4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.
8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ..

ლექსი სიყვარულზე
"ჩემი ცხოვრება სავსეა შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჩემი დღეები სავსეა თმენით,
ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით,
მხრებით, მკლავებით, თვალებით, ყელით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით,
ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულო შენით
შენით..."



ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან..
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...
გითხრა,როგორ ჩამეძინა
ვარსკვლავებთან
კოცნა როგორ აგიკრიფე
ხელებიდან...
მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელ
ძილში შემკრთალს,
შენმა ტუჩმა დააფინოს
კოცნა ბაგეს..
ერთხელ მინდა დავიძინო
მხოლოდ შენთან
გავეჯიბრო შენს სიზმარს და
შენს წილ ღამეს.
გული მერე სიყვარულმა
გამიგიჟოს
სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება
მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ
დამიფიცო
"შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება"
ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...

გითხრა როგორ ჩამეძინა



შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს,წამებს...
შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,
გულის სიმებით ნამღერს...
შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,
წითელ ეკლიან ვარდებს...
ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი
შენ დაგინთებდი სანთელს...
შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს,
გულის სიღრმეში ნადებს...
შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს
წმინდა გრძნობებით სავსეს...
სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,
თავს გავწირავდი გწამდეს!
შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,
სიკეთით სავსე ყანწებს...
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს, წამებს...
შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,
უხმოდ დაშვებულ ფარდებს


თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?



დახუჭე თვალები დახუჭე...
სინათლე ყველაფერს აფუჭებს...
სიბნელე მათრობს და მაჩუმებს...
არ გინდა?...სიცოცხლეს გაჩუქებ...
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს...
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს...
გთხოვ შენი თვალები მაჩუქე..
და შენი თითები მაჩუქე...
და შენი სიზმრები მაჩუქე...
და შენი ალერსი მაჩუქე...
უგონო წუთები მაჩუქე..
დილა...და საღამო მაჩუქე...
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ...
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ...
დახუჭე თვალები დახუჭე...

Glitter Graphics

მთავარი » იცითთუარარომ

ყველაზე ძვირად ღირებული ქალი
არის ჯენიფერ ლოპესი. მისი სხეული, საერთო ჯამში დაზღვეულია 1 მლრდ. ევროდ.

ყველაზე ძვირი ფილმი
”კარიბის ზღვის მეკობრეები 3:სამყაროს დასასრული ”, რომლის შექმნაზეც დახარჯულია 300 მლნ დოლარი.

ყველაზე ძვირად ღირებული სარეკლამო კომპანია
2002 წელს, კომპანია პეპსიმ მოიწვია ბრიტნი სპირსი თავისი პროდუქციის რეკლამირებისათვის.
90 წამიანი სარეკლამო რგოლი მწარმოებელს 7,53 მლნ დოლარი დაუჯდა.

ყველაზე ძვირად ღირებული მოგზაურობა
ამერიკელმა ბიზნესმენმა დენის ტიტომ და მილიონერმა მარკ შატლვორტმა, 20 მლნ დოლარი გადაიხადეს (თითომ) კოსმოსში გასმგზავრებლად.

ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი
არსად არ ღირს ცხოვრება ისე ძვირი, როგორც ტოკიოში.

ყველაზაე ძვირად ღირებული სერიული ავტომობილი
Maybach 62, სავარძლები გადადის ”მწოლიარე რეჟიმში”, DVD, Dolby Surriund Sound და მრავალი სხვა, ღირს სულ რაღაც 360 ათასი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი
დაამზადა ცნობილმა იუველირმა სტიუარტ ვაიცმანმა. ფეხსაცმელი მორთული იყო 642 ლალით და 1,6 მლნ დოლარი ღირს.

ყველაზე ძვირად ღირებული სადილი
Greenlight Capital-ის მმართველმა, დევიდ აინჰორნმა, აუქციონზე 250 100 დოლარად შეიძინა უფლება ესადილა თავის კუმირთან, მილიარდერ უორენ ბაფეთთან.

ყველაზე ძვირად ღირებული ტილო
2002 წელს რუბენსის ტილო ”The Massacre of the Innocents” გაიყიდა 73,5 მლნ ევროდ.

ყველაზე ძვირად ღირებული სიგარეტი.
Treasurer. ერთი კოლოფი ღირს დაახლოვებით 24 ევრო. იყიდება მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში.

ყველაზე ძვირად ღირებული კარტოფილის ჯიში
არის La Bonnotte საფრანგეთიდან. იყიდება დაახლოვებით 500 ევრო /კგ.

ყველაზე ძვირად ღირებული ყავა
Lopi Luwak, სუმატრიდან. იყიდება 75 დოლარად / მეოთხედი ფუტი

ყველაზე ძვირად ღირებული კოსტიუმი
ეკუთვნის ამერიკელ ასტრონავტებს. 9 მლნ. ევრო

ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო
არის Burj Al Arab დუბაიში. მოკრძალებული ნომრის ფასი 770 ევრო / ღამეში. სამეფო აპარტამენტები - 7 700 ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული სტადიონი
Stade de France საფრანგეთში. მისი მშენენბლობა დაჯდა 460 მლნ. ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული აქცია
არის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway აქციები. ერთი აქციის ფასი - 64 ათასი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი არის კრისტიანო რონალდო, რეალ მადრიდმა ის 93,2 მილიონ ევროდ იყიდა მანჩესტერ იუნაიტედისაგან 2009 წლის ივნისში

ყველაზე ძვირი სავაჭრო მარკა
Сoca-Cola. 68.96 მლრდ დოლარი.

ყველაზე ძვირად ღირებული თოჯინა ბარბი
თოჯინა შემოსილია ბრილიანტებით მორთულ კაბაში. 100 ათასი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი
არის ლეონარდო და ვინჩის ”ლასტერი კოდექსი”. ბილ გეითსმა გადაიხადა მასში 24 მლნ. დოლარი.
      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 955 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

ერთ ერთ ესპანურ საიტზე წავაწყდი უცნაურ გამომთვლელს , რომლის საშვალებითაც შეიძლება განვლილი წლების გადაყვანა კონკრეტულ ციფრებში. გამომთვლელში თქვენი მონაცემების შეყვანა საკმარისია, რომ გაიგოთ, თუ რომელ დღეს დაიბადეთ, რამდენი დღეა გასული თქვენი დაბადების შემდეგ, რამდენი თვე , კვირა, რამდენ დღეში გაქვთ დაბადების დღე. თქვენი ნიშანი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, თქვენი ზოდიაქოს ნიშანი, თქვენი პლანეტა, ფერი, თქვენი ქვა, თქვენი იღბლიანი რიცხვი , რომელიც თქვენ დაბადებასთან არის დაკავშირებული. ასევე შესაძლებელია ნახოთ თქვენი ვინაობა წარსულ ცხოვრებაში და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაცია.....

საიტის ლინკი http://www.miniportale.com/miniportal/date/

მონაცემების შევსებისას : პირველ გრაფაში თქვენი დაბადების რიცხვი, მეორეში თვე , მესამეში დაბადების წელი, მეოთხე გრაფაში კი სქესი. სადაც hombre - აღნიშნავს მამრობით სქესს, ხოლო mujer - მდედრობითსს. 

  1. Has nacido en ( თქვენ დაიბადეთ ) - Lunes (ორშაბათი), Martes (სამშაბათი), Miercoles (ოთხშაბათი), Jueves (ხუთშაბათი), Viernes (პარასკევი), Sabado (შაბათი), Domingo (კვირა).  
  2. Desde que naciste han pasado (მას შემდეგ რაც დაიბადეთ განვლო ) - მაგ:13439 días ( დღემ )
  3. Desde que naciste han pasado (მას შემდეგ რაც დაიბადეთ განვლო ) - მაგ:442 meses ( თვემ )
  4. Desde que naciste han pasado (მას შემდეგ რაც დაიბადეთ განვლო ) - მაგ:1919 semanas ( კვირამ ) 
  5. Cumplirás años de nuevo dentro de (თქვენი შემდეგი დაბადების დღე დადგება ) - 74 días ( დღეში )
  6. Tu planeta ( შენი პლანეტა ) - Luna ( მთვარე )
  7. Tu color ( შენი ფერი ) - Blanco ( თეთრი ), Negro ( შავი ), Rojo ( წითელი ), Amarillo ( ყვითელი ), Gris ( ნაცრისფერი ), Verde ( მწვანე ), Rosa ( ვარდისფერი ), Marron ( ყავისფერი )
  8. Tu piedra ( შენი ქვა ) - Perla ( ბრილიანტი ) 
  9. Tu número base de nacimiento ( იღბლიანი რიცხვი ) 

სულ ქვევით მოცემულია შემდეგი ტექსტი Presionas aqui para saber quien tu eras en tu vida pasada ( დააკლიკე აქ იმისათვისა რათა გაიგოთ თქვენი ვინაობა წარსულ ცხოვრებაში ).ვისაც დააინტერესებს შეუძლია დააკლიკოს და ისარგებლოს ამ გამომთვლელით ხოლო მიღებული შედეგი აქვე დამიკოპიროს და პასუხის ქართულ ვერსიას ჩვენ შემოგთავაზებთ.იმედია საინტერესო იქნება და ამდენი წერა მარტო კლავიატურის დაღლილ კლავიშებს არ დააჩნდებათ :))

      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 909 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

Ernest Vincent Wright (1873–1939) - ამერიკელი მწერალი რომლის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად ითვლება Gadsby.ეს გახლავთ ნაწარმეოები რომელიც შეიცავს 50. 000-მდე სიტყვას და მისი უცნაურობა მდგომარეობს იმაში , რომ ტექსტში მოცემულ არც ერთ სიტყვაში არ არის გამოყენებული ასო E.მიუხედავად ამისა მოცემული ნაწარმოები ორთოგრაფიული თვალსაზრისით სრულიად გამართულია და აგრეთვე დაცულია თხრობის ყველა წესი.
      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 970 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

ემო ანუ ემოციური მუსიკა ჰარდკორის ერთ-ერთი განხრაა, გამოირჩევა ძლიერი ემოციურობით როგორც ინსტრუმენტალური კუთხით ასევე ვოკალის ჟღერადობითაც, საერთოდ ემო მუსიკის სტრუქტურა დამყარებილია რითმის ნელ-ნელა მატებაზე რომელიც სრულდება კულმინაციით , ემო მუსიკა აქცენტს სწორედ ემოციაზე აკეთებს და აქ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას დაკვრის ტექნიკის სირთულესა თუ მის მრავალფეროვნებას.

ლირიკა პირადულია ზოგჯერ პოლიტიკურიც, მუსიკა მელოდიური და ზოგჯერ ქაოტური.

დღეისათვის ამ სტილის ქვე ჟანრებს მიეკუთვნება:

1) ემოკორი

2) ემო-ჰარდკორი

3) სკრიმო

4) ფრენჩ სკრიმო


ჟანრი სათავეს 80 იანი წლებიდან იღებს როცა ეგრედ წოდებული DIY ჯგუფები (Do It Yourself-50 წლებიდან ინგლისში გაჩნდა მთელი პლეადა ჯგუფებისა რომლებიც სახლში მუშაობდნენ და გიტარიდან დაწყებული გამაძლიერებლით დამთავრებული ყველაფერს თავისი ხელით აწყობდნენ, Do It Yourself ანუ DIY) შეეცადნენ მაშინდელი ჰარდკორი ჯგუფებისგან განსხვავებული მუსიკა შეექმნათ, მათ მუსიკას emotion უწოდეს, მაგრამ ეს მაინც არ იყო ემო მუსიკა, ნამდვილი ემო 1984 წელს ჯგუფმა Rites Of Spring მა დაუკრა რომელმაც ჩვეულ ჰარდკორს ემოციური ვოკალი და განსხვავებული ლირიკა დაუმატა, შეიძლება ითქვას რომ პირველი ემო ჯგუფი სწორედ „Rites Of Spring" ია. იმავე წელს გამოვიდა ჯგუფ Hüsker Dü-ს ალბომი Zen Arcade რომელმაც მხარი აუბა Rites Of Spring ს და ასე დაიწყო ემო მუსიკის განვითარება და პოპულარიზაცია.

ემო მუსიკის პირველი ტალღა დაიწყო 1984 წელს და დასრულდა 1994 ში, პირველი ტალღის ემო ჯგუფებად ითვლებიან:

Gray Matter, Soulside, Ignition, Marginal Man, Fire Party, Rain, Shudder to Think


მეორე ტალღა დაიწყო 1994 ში და დასრულდა 2000 წელს, ამ პერიოდში მოხდა ემო მუსიკის პოპულარიზაცია, ემო გახდა ცნობადი ჟანრი.

ამ პერიოდის პოპულარული ჯგუფებია: Christie Front Drive, Braid, Boys Life


მესამე ტალღა 2000 წლიდან იწყება, ემო ჩამოყალიბდა როგორც პოპულარული სუბ კულტურა, ამ პერიოდში ემო მუსიკად მოიხსენიებენ პოსტ ჰარდკორ და პოპ პანკ ჯგუფებსაც 

დღეისათვის ემო მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სმენადია ალტერნატიულ სცენაზე.
      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 829 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

დამიანთა სრული უმრავლესობა ვისაც არ უნდა კითხოთ ეჭვიანობაზე, გეტყვით რომ ის ცუდი თვისებაა მაგრამ იგივე ადამიანები თვითონ, დიდი ალბათობით გარკვეული დოზით ეჭვიანები არიან... ეჭვიანობის მცნება რთული ბუნებისა რადგან ეჭვიანობა შეუძლიათ როგორც განათლებულ და ჭკვიან ადამიანებს ისე გაუნათლებელ და სულელ ადამიანებს... მაგრამ ჭკვიანი ადამიანი ამას ყოველთვსი მალავს და ასე ვთქვათ "ჭკვიანურად" ეჭვიანობს ამა თუ იმ მოვლენაზე, შემთხვევასა თუ კონკრეტულ ადამიანზე... დღევანდელი სამყარო სიცრუით და ტყუილებით არის სავსე ხოლო იქ სადაც ტყუილი და სიცრულე დიდი დოზით გვხვდება ეჭვიანობა ბუნებრივათ იბადება როგორც სიცრუის შედეგი...

თვითონ სიტყვა ეჭვიანობის განმარტება შემდეგში მდგომარეობს:ადამიანების მიმართ უნდობელი და ფრთხილი დამოკიდებულებანათქვამია მცირე დოზით ეჭვიანობა სასაიმოვნოც კი არის პარტნიორი ადამიანისთვის რადგან ერთგვარი ყურადღების გამომხატველია და უტყუარი დასტურია იმისა რომ ამ ადამიანს შენდამი გარკვეული სახის ინტერესი გააჩნია... 
ალბათ ყველას შეგხვედრიათ ცხოვრებაში კეთილშობილი, ზდიობიანი და სათნო ადამიანი ასეთ ადამიანისგან ეჭვიანობა ძალიან იშვიათია ან ან საერთოდ გამორიცხულია რადგან მისთვის სიყვარული და ნდობა უფრო ღირებულია და მისაგები ვიდრე ეჭვიანობა და უნდობობა ... ადამიანებს არასოდეს მოგგვწონს როცა ჩვენზე ეჭვიანობენ და ჩვენში ეჭვი შეაქვთ, იქნება ეს ჩვენი რაიმე საქციელი თუ შესაძლებლობა, არავის გვსიამოვნებს ამიტომ ჩვენც ნუ ვიქნებით ადამიანთა მიმართ ეჭვიანები რადგან უნდა გვახსოვდეს რომ ეს არავის სიამოვნებს და ყოველთვის კონფლიქტის მიზეზი ზდება... 
ჩემი მოკლე ჭკუით ეჭვიანობა სიცრუის და უნდობლობის შვილია ხოლო იქ სადაც სიყვარული და ნდობაა ეჭვიანობა მინიმუმამდე არის დაყვანილი...რადგან ეჭვიანობა ასეთი ძლიერია და ყველგან ააქვს ფესვები გადგმული და უშეცდომოც არავინაა სიყვარულს ააქვს ერთი უნიკალური თვისება ეს არის პატიება... როდესაც ადამიანს რაიმე ეშლება და შენ მას გულწფელად პატიობ და არ ხდები ამის გამო ეჭვიანი მის მიმართ "ჩსაფრებული ადამიანსი პოზას არ იღებმის" ამ ადამიანს ნდობა და პატივისცემა ერთი ორად ეზდება შენს მიმართ... 
ხოლო როდესაც პატიება არ შეგიძლია და ეჭვიანი ხდები მის მიმართ მასში იწვევ ზიზღს და უნდობლობას... რაც თქვენს ურთიერთობას სიცრუის და უნდობლობის დონეზე დაიყვანს ეს ყველაფერი კი ისევ ეჭვიანობის საფუძველი ხდება...
      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 1003 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

საზოგადოებაში გამრავლებული ბოროტების კვალდაკვალ, ხშირად გვესმის, რომ უკვე მოახლოვდა ბოლო ჟამი. ამ საკითხის შესახებ ინტერვიუ ვთხოვეთ წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ანდრია კემულარიას. 



– მამა ანდრია, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ აშკარაა ბოლო ჟამის ნიშნები, თქვენ რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით და, კერძოდ, რა ნიშნებზეა საუბარი? 

– ბოლო ჟამი ის თემაა, რომელზეც დღეს ყველაზე მეტს საუბრობენ. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს კარგია. წმიდა მამებიც მოგვიწოდებენ, მოვუყვეთ სხვებს ბოლო ჟამის ნიშნებზე, მაგრამ ამ თემაზე საუბარი საკმაოდ დიდ სულიერ საშიშროებას შეიცავს. წმ. იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადება არის ბოლო წიგნი წმიდა წერილისა, რომელიც მოგვითხრობს კაცობრიობის მიწიერი ისტორიის დასასრულისა და მარადიული ცხოვრების დასაწყისის მოვლენებზე. ის აცოცხლებს ჩვენში სარწმუნოებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვცდილობთ ვიცხოვროთ იმით, რაც წერია წინა წიგნებში – სახარებაში, მოციქულთა ეპისტოლეებში. დღეს კი შეიმჩნევა ძალიან საგანგაშო მდგომარეობა: აპოკალიფსზე საუბრობენ ადამიანები, რომელთაც ძალიან ცოტა რამ თუ გაუკეთებიათ საკუთარი სულის გადასარჩენად. ქვეყნის აღსასრული იქცა თემად, რომელიც ადამიანებს უცნაური, გლობალური და საშინელი მოვლენების აღწერილობით იზიდავს. თან ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს. მომავალზე საუბარი კი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა და უკანასკნელი ჟამის მოვლენებზე აქტიურ მოსაუბრეებს აქვთ ერთგვარი განცდა იმისა, რომ ფლობენ იდუმალ ცოდნას, რომელსაც უზიარებენ სხვას და რომელიც არის ამავდროულად წინასწარმეტყველება. ეს ამპარტავნების ნიშანია და არის სწორედ ის, რის გამოც ვერ გადარჩება ადამიანი. არადა, სასწაულთმაძიებლობის მანკიერი თვისების გამო მრავალი ადამიანი სწორედ ასეთი ცოდნის შეძენისაკენ ილტვის. ამიტომაც არის სავსე რელიგიური ლიტერატურის მაღაზიები აპოკალიფსური ლიტერატურით. დღეს (თუმცა, არა მხოლოდ დღეს) თავი იჩინა საშიშმა ტენდენციამ იმისა, რომ ცალკეულ ეთნოსებსა თუ პოლიტიკურ ერთეულებს მიენიჭოს უეჭველი გადარჩენის პრეროგატივა. ეს ადუნებს ერის სულიერ სიფხიზლეს და ამით ამ იდეის მოქმედება სულიერ ნარკოტიკს უფრო წააგავს, ვიდრე დამაიმედებელ და გამამხნევებელ ეროვნულ იდეას. მას, ვინც ნამდვილად ეძებს ხსნას, ყოველთვის ახსოვს, რომ მისი პირადი შეხვედრა უფალთან მოხდება მაშინ, როცა გავა ამასოფლიდან. ასეთი ადამიანი ცდილობს იცხოვროს ისე, რომ მოიხვეჭოს უმთავრესი სულიერი სათნოება–სიმდაბლე. ასეთი ადამიანები ნაკლებად საუბრობენ ქვეყნის აღსასრულზე, უფრო მეტად კი მათი ფიქრებისა და სიტყვების თემა არის სინანული, ვნებებთან ბრძოლა. განსაკუთრებით კი ასეთი კეთილგონიერი ადამიანისათვის დამახასიათებელია ლოცვისაკენ სწრაფვა, გულმოდგინება ლოცვასა და ეკლესიურობაში. ბოლო ჟამის ნიშნები უფრო და უფრო ძლიერდება. აღსასრულის მოახლოების ერთ–ერთი ნიშანი არის სწორედ ბოლო ჟამზე მომეტებული საუბრები მათ მიერ, ვინც თავად ვერ არიან განწმედილი სულის, ღმრთივგანათლებული გონების მქონენი. სწორედ ამპარტავნების აღზევება არის აღსასრულის მოახლოების ნიშანი. აღსასრულის წინა პერიოდისათვის დამახასიათებელია ტრადიციული ღირებულებების ნგრევა, ცოდვისა და უსჯულოების გავრცელება და მისი დაკანონება ადამიანთა საზოგადოების მიერ, ოჯახის ინსტიტუტის დაკნინება. ვფიქრობთ, ამის მაგალითების მოსაძიებლად შორს არ გვიწევს წასვლა. ბოლო ჟამის ადამიანს ასე ახასიათებს წმიდა მოციქული პავლე: "ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანასკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყვარე, ვეცხლის მოყვარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა–დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყვარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა–განმცემელ, წარმდებ, აღზვავებულ, გულის თქმის მოყვარე უფროს, ვიდრე ღმრთის მოყვარე. აქვნდეს ხატი ღმრთის მსახურებისა და ძალსა მისსა უარ–ჰყოფდენ". უმთავრესი კი, რომელსაც წმიდა წერილი გვაუწყებს, არის სიყვარულის განელება. "განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა", – ბრძანებს მაცხოვარი. 

– საზოგადოებაში ჩნდება აზრი, ბოლო ჟამის შესახებ წმიდა მამებიც საუბრობდნენ, თითქოს ახლოს იყოს ეს დრო, მაგრამ ჯერ კიდევ მოლოდინში ვართ... 

– ბოლო ჟამი შეიძლება ეწოდება იმ პერიოდს, რომელიც დაიწყო მაცხოვრის განკაცებისა და ჯვარცმის შემდეგ. მოვიდა ხსნა და აწ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ვისთან ყოფნას ავირჩევთ. ამავე დროს, უფრო და უფრო იხვეწება ბოროტის მზაკვრობა, ძლიერდება ბოროტება დედამიწაზე. ხედავდნენ რა ამას, წმიდა მამები გვაუწყებდნენ, რომ ახლოვდება აღსასრული სოფლისა. თუმცა არც ერთ მათგანს არასდროს უთქვამს თუნდაც მიახლოებითი თარიღი. ისინი მიგვითითებდნენ მოვლენებზე და მართლები იყვნენ იმაში, რომ ნიშნების მომრავლებით ასკვნიდნენ ბოლო ჟამის სიახლოვეს. ეს ნიშნები მეტად მომრავლდა დღეს, თუმცა ვერავინ გაკადნიერდება და იტყვის, რომელ წელს შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი – ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს საკუთარი აღსასრული, რათა მოვემზადოთ საშინელი სამსჯავროსათვის. 

– ცნობილია, რომ მეორედ მოსვლამდე მოხდება ანტიქრისტეს გამეფება. ვინ იქნება ანტიქრისტე და რა სახით გაცხადდება იგი კაცობრიობის წინაშე? ადვილად მივხვდებით თუ არა მის სიცრუეს? 

– ანტიქრისტე იქნება პიროვნება, რომელიც წუთისოფელს გამოეცხადება როგორც მესია. წარმომავლობით ის იქნება ებრაელი, დანის მოდგმიდან. როგორც წმიდა მამები გვაუწყებენ, კაცობრიობა წინასწარ იქნება შემზადებული მის მისაღებად გაუთავებელი ეთნიკური და რელიგიური ქიშპობებით, ომებით, ცოდვის გავრცელებით, ჭეშმარიტებისგან კაცთა მოდგმის საყოველთაო განდგომით. ანტიქრისტე ადამიანებს ცრუ სასწაულებით მოხიბლავს, რომელთა მიზანი იქნება ეფექტის მოხდენა და ადამიანების დარწმუნება მის ზებუნებრივ წარმომავლობაში. რაკი მის ხელში იქნება ამსოფლის მართვის სადავეები, მას შეეძლება პოლიტიკური მშვიდობის დამყარება. ის გამეფდება 30 წლის ასაკში და იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ რელიგიური ლიდერიც. გამეფდება როგორც მთელი კაცობრიობის მიერ არჩეული მეფე. ეს არჩევანი არ იქნება გაყალბებული, არამედ ადამიანები მას მართლაც შესთხოვენ იყოს მათი მეფე, რათა ჰქონდეთ მშვიდობა. მაგრამ ის ვერ მართავს კაცობრიობას, ვერ მოუტანს მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას. გამეფებისთანავე გამოჩნდება მისი უკეთურება, რადგან, როგორც მაცხოვარი იყო განკაცებული ღმერთი, მსგავსადვე ანტიქრისტე იქნება განკაცებული სატანა. ის ვერ მისცემს ხალხს იმას, რასაც მოელოდნენ, არამედ მოითხოვს მისდამი მორჩილებასა და მონობის ნიშნად საგანგებო ბეჭდითაც აღბეჭდავს მათ. იქნება შიმშილი. ადამიანთა გაბოროტება არნახულ ფორმას მიიღებს. სამწელიწადნახევარს გასტანს ანტიქრისტეს მეფობა, მაგრამ ეს იქნება საოცრად მძიმე პერიოდი, რომლის მსგავსი არ უნახავს წუთისოფელს. იქნება დევნა ქრისტეანეთა. დასასრულს კი უფალი გარდამოავლენს ზეცად ცოცხლად აღტაცებულ წინასწარმეტყველ ელიას. ის ამხელს ანტიქრისტეს და ამით განამტკიცებს მერყეობაში მოსულ მორწმუნეებს. ანტიქრისტე მოკლავს მას, მაგრამ მესამე დღეს აღსდგება. აი, მაშინ იწყება მაცხოვრის მეორედ მოსვლა. ამ მოვლენებზე საკმაოდ უთქვამთ წმიდა მამებს და აწ არ ღირს გამეორება, რათა არ იქცეს ჩვენი სიტყვა მხოლოდ ემოციების აღმძვრელად. უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვიცოდეთ, როგორ შეძლებენ ადამიანები ბოროტის საცდურის ცნობას და საუკუნო სასუფეველისათვის მომზადებას. ვერავინ შეიცნობს ანტიქრისტეში ბოროტს მათ გარდა, ვისაც ექნება ღმრთისაკენ მიმართული გული. ჭეშმარიტი ნათელი გონიერება განწმედილი სულის თვისებაა და არა ლოგიკური აზროვნების უნარი. ჩვენ ვხედავთ, როგორ რჩებიან დაბნეულობაში ლათინები, პროტესტანტები. მათ შორის არიან განსწავლული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეისწავლონ წმიდა წერილი. მაგრამ ვერ წვდებიან ჭეშმარიტებას, რადგან არ ცდილობენ გულის განწმედას მამათა მიერ ნაანდერძევი ღმრთივკურთხეული გზით. მხოლოდ წმიდა გულის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნათელი, ამპარტავნებით შეუბღალავი გონება და მხოლოდ ასეთი გონებით შესძლებს ადამიანი ანტიქრისტესა და მისი ნიშნების ცნობას. მაგრამ რაკი ასეთი ადამიანები ძალიან მცირედ იქნებიან, ძირითადი ნაწილი კაცობრიობისა ვერ შეიცნობს ბოროტს. ამ მდგომარეობამდე ადამიანს თავად მიჰყავს თავი ჭეშმარიტებისადმი ურჩობით. მართალია, ანტიქრისტე ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ დღეს მისი სული იწყებს მეფობას, ანუ მძლავრდება საზოგაოდებაში მის მისაღებად მომამზადებელი ცნობიერება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო გადის მისი მიღების ექსპერიმენტს, ან რეპეტიციას. 

– მამა ანდრია, საინტერესოა, როგორ მოხდება ბიოჩიპებით ადამიანთა დაბეჭდვა? და ახლა რა სტადიაშია ეს პროცესი? 

– როცა ე.წ. ჩიპირების პრობლემას ვახსენებთ, უნდა დავფიქრდეთ და კარგად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე. ანტიქრისტეს ბეჭედი ნებაყოფლობითი იქნება. არჩევანის თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც ცოდვა და არც სათნოება. შეუძლებელია ადამიანმა შემთხვევით მიიღოს ანტიქრისტეს ნიშანი. ეს შემთხვევითობა უმეცრების შედეგია, რომელიც თავის მხრივ ცხოვნებისაკენ, ეკლესიურობისაკენ მიმართული ნებელობის არქონიდან გამომდინარეობს. ასე რომ, ამ საკითხში უმეცრება ადამიანის თავისუფალი არჩევანია. იქნება თუ არა სხეულში ჩაკერებული ჩიპი – ანტიქრისტეს ბეჭედი? ამას გვაჩვენებენ ის პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაში ჩაეკერება ადამიანს ჩიპი და ის შედეგი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მის არმიღებას. თუ პირობა იქნება ლოიალური დამოკიდებულება მსოფლიო მმართველისადმი და არმიღების შედეგი – ყიდვა–გაყიდვის შეუძლებელობა, შეგვეძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს უკვე ანტიქრისტეს ბეჭედია. ჯერჯერობით ასე გარკვევით ვერავინ იტყვის. მაშ რა შეიძლება იყოს ჩიპი სხეულში? რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური კონტროლის სისტემაში მონაწილეობა. ეს არცთუ ისე უწყინარი რამ არის. ვის სჭირდება ჩვენი გაკონტროლება, რისთვის, რას მოუტანს მსოფლიოს ეს სისტემა?! კარგს ნამდვილად ვერაფერს. მართალ ადამიანს ნაკლებად აქვს რამე დასამალი, მაგრამ ინფორმაცია მასზე – მისი მართვის აუცილებელი პირობაა. წმიდა მამები ეშმაკს ღმრთის მაიმუნს უწოდებენ. ბოროტი ისე ბაძავს ღმერთს, როგორც მაიმუნი ადამიანს. გლობალური კონტროლის სისტემა არის მცდელობა იმისა, რომ მომავალი მმართველისათვის შეიქმნას, ასე ვთქვათ, ყოვლისმხედველი თვალი, რომელიც შეაძლებინებს ანტიქრისტეს, ჰგავდეს ყოვლისმცოდნე და გულთმხილველ ღმერთს. მის მოსვლამდე კი ამ სისტემის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას აძლევს გარკვეულ წრეებს, დაგეგმონ მასებზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტური ფორმები. ამიტომ ყოვლად მიუღებელია ქრისტიანი ატარებდეს სხეულით გლობალური კონტროლის საშუალებას. დღეს დიდი აჟიოტაჟია ჩიპებთან და პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით. მაგრამ მრავალი ივიწყებს, რომ ყოველი ჩვენგანი ისედაც გარკვეული ფორმით კონტროლის ქვეშაა. 


      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 960 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)


ინფორმაცია მოცემულ სიახლეზე:
რამდენადაც ნათელი, სასიხარულო და სანუგეშო შტრიხებით წარმოაჩენს ღვთაებრივი სიტყვა მართალთა ნეტარ მდგომარეობას მომავალ ცხოვრებაში, ამის საპირისპიროდ, იმდენადვე შავბნელი და საშინელი ფერებითაა დახატული ცოდვილთა ბედკრული ხვედრი საყოველთაო სამსჯავროს შემდეგ. მაგრამ იმისათვის, რომ დაგვიფაროს თავის მოტყუების მცირეოდენი საბაბისგანაც კი, წმიდა წერილი ნათლად და მრავალ ადგილას ზედმიწევნით გვაფრთხილებს ამ საშინელი ხვედრის შესახებ; ასე რომ, დოგმატი ცოდვილთა მომავალი მარადიული ტანჯვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე აშკარაა მართლმადიდებლურ დოგმატთა შორის.
      //alone-lonely.ucoz.ru/fotoebi/d8a8e274fc0d.gif
კატეგორია:იცითთუარარომნანახია: 929 | დაამატა:: gio01 | დრო: 29.01.2011 | Комментарии (0)

« 1 2
სტატისტიკა
web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ლექსი სიყვარულზე

ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო,
მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული,
მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული...
გულო-სატკივარო, დღეო-წვალებაო,
ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო!
წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო,
როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო.
ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,  
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო...


ლექსი სიყვარულზე


სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი,
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ სიყვარულით შეგიძლია იყო ამაყი;
თუ შეგიძლია შეყვარება,ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან.
საიტის მეგობრები
www.cxeli.in

<3 aq yvelas gviyvars!!!
Free site builder - uCoz